სახლების ნგრევა ორხევის დასახლებაში - სამმა ოჯახმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა

გამოქვეყნდა:

შენობების ნგრევის შემდეგ, ორხევის დასახლებაში სამმა ოჯახმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. ისინი მერიას უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.

კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გუშინ 7 ოჯახი ქუჩაში დატოვა და ადგილობრივების საცხოვრებელი სპეცტექნიკის დახმარებით მიწასთან გაასწორა.

სოციალურად დაუცველების თქმით, მერიას ფართის დაკანონების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს და წინასაარჩევნოდ მიწის დაკანონების დაპირებაც მიიღეს, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა.

უსახლკაროდ დარჩენილები განმარტებებს მერიისგან ამ დრომდე ელოდებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი