ქარელის მოჭიდავე მერი გაუქმებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფულით ტატამს ყიდულობს. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები უკვე შეიტანეს და ტატამის შესაძენად 30 ათასი ლარი გამოიყო.
როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განმარტეს, თანხა სწორედ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დახურვის შემდეგ გათავისუფლდა.
საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის მხრიდან კი აღნიშნულს პროტესტი მოყვა. მათი თქმით, ქარელის მერმა სახლი პოლიტიკური ნიშნით დახურა, რადგან ამ სახლში მისი ოპონენტების ოჯახის წევრები მუშაობდნენ.
მერი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება აუდიტის დასკვნის შემდეგ მიიღო.
"თანხა არის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტი სადაც ჩათვლის საჭიროდ, იმ მიმართულებით წავა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ", - თქვა ზაზა გულიაშვილმა.