ხობში ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ის ტექსტილი სამკერვალოს თანამშრომელი იყო. მიკროავტობუსს ფოთში სწორედ ტექსტილის თანამშრომლები გადაჰყავდა.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი