"შეწყდეს ძალადობა შშმ ადამიანებზე!" - საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე

გამოქვეყნდა:

"შეწყდეს ძალადობა შშმ ადამიანებზე!" - ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია-მსვლელობა იწყება.

შშმ პირები, მათი ახლობლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამ წუთებში რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, საიდანაც ცოტა ხანში მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის მეტროში პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები გუშინ, 25 იანვარს დააკავეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ გავრცელებულ ვიდეოში ისინი არ არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი