"თავისუფლება მიშას!", "მოვითხოვთ უკრაინის მხარდაჭერას" | ფოთში მოქალაქეები ღარიბაშვილს ტრანსპარანტებით დახვდნენ

გამოქვეყნდა:

ფოთში, სადაც დღეს ახალი ნავსადგური გაიხსნა, მოქალაქეები პრემიერმინისტრს სხვადასხვა შინაარსის  ტრანსპარანტებით დახვდნენ.

ისინი მთავრობისგან, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას, ასევე, უკრაინის მიმართ უფრო მკაფიო მხარდაჭერას მოითხოვენ.

ამასთან, მათი მოთხოვნა იყო, რომ ახალი ნავსადგურის შემოსავლების 50% ფოთს დარჩეს და ამ თანხებით გაუვალი შიდა გზები მოწესრიგდეს.

აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პორტი რუსეთის დავალებით "დაასამარა" და სანაცვლოდ მილიონობით დოლარი დახარჯა ნავსადგურის გაუმჯობესებაში, რომელიც ღრმარწყლოვანი პორტის პრინციპებს არ შეესაბამება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი