36 ათას ლარზე მეტი ერთ კვირაში - სწორედ ამდენი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს განათლების მინისტრის ერთი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. მიხეილ ჩხენკელი საქმიან შეხვედრაზე ნიუ-იორკში გასულ წელს იმყოფებოდა და სასტუმროს ნომერში და ავიაბილეთებში, ჯამში 36 160 ლარი გადაიხადა.
ამ თანხის ნახევარზე მეტი - 17 700 ლარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სწორედ პირად კომფორტში გადაიხადა. მინისტრის ხარჯები ონლაინ გამოცემა - Netgazet-მა დათვალა.
ირკვევა, რომ 2021 წელს ჩხენკელი ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ სულ სამჯერ იმყოფებოდა, რაც ბიუჯეტს ჯამურად 140 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.