"დაისაჯოს პოლიცია ასეთი მოქცევის გამო" - ამის შესახებ "სამართალდამცველების" მიერ ნაცემი შშმ პირი საუბრობს, რომელიც მისი სოლიდარობის აქციას შეუერთდა. მისი თქით, ინციდენტის დროს მან პოლიციის ნათქვამი ვერ გაიგო, რის გამოც სამართალდამცველმა მასზე იძალადა.
"ოთახში რომ შემიყვანა პოლიციამ, რას მელაპარაკებოდა ვერ გავიგე და პირდაპირ მცემაო. დაისაჯოს პოლიცია ასეთი მოპყრობა არ შეიძლება",-თქვა ძალადობის მსხვერპლმა.
შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები გუშინ, 25 იანვარს დააკავეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ გავრცელებულ ვიდეოში ისინი არ არიან.
ავტორი: საბა ბუაძე