ოჯახი გლდანში საცხოვრებლად 2 დღის გადასული იყო | ტრაგედიის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ტრაგედია გლდანში - "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ ოჯახი, რომელიც CO-თი ინტოქსიკაციას ემსხვერპლა, საცხოვრებელ სახლში ქირით ცხოვრობდა და იქ 2 დღის გადასული იყო. 

ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულთაგან 3 არასრულწლოვანია, მათ შორის ერთი 2, ერთი კი 3 წლის ბავშვი. მშობლები კი სავარაუდოდ 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. 

თბილისი ენერჯის წარმომადგენლების ცნობით კი გლდანში 5 ადამიანის გარდაცვალება CO-თია 
გამოწვეული. როგორც კომპანიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვეს, შემთხვევის ადგილას მისვლის დროს თბილისი ენერჯის თანამშრომლებმა გაზქურის ღია ღუმელი აღმოაჩინეს. 

უბედური შემთხვევა გლდანში ცოტა ხნის წინ მოხდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი