17 წლის სმენადაქვეითებული ბიჭის შემზარავი ხმა, რომლითაც ის მოძალადე პოლიციელების მუშტების მოგერიებას ცდილობს, ყველაზე ხმამაღალ პროტესტზე მეტია; კადრებმა, რომელიც ძალადობის მსხვერპლი მოზარდის მეგობარმა გადაიღო, მთელი საქართველო შეძრა, ხალხი საპროტესტო აქციაზე გავიდა, სადაც აქტივისტები პოლიციის ძალადობას აპორტესტებდნენ, თუმცა ამავე აქციებზე პოლიციის ძალადობის მსხვერპლი თავად აქტივისტები გახდნენ.
მოძალადე პოლიცილები მომხდარიდან მალევე დააკავეს. მმართველი პარტია ისევ გვარწმუნებს, რომ ძალადობა მათი ხელწერა არ არის, რომ არც 17 წლის ყრუ-მუნჯი ბიჭის ცემა, მეტროს მოაჯირზე ჯდომის გამოა
სისტემური პრობლემა და რომ მოძალადეებს აუცილებლად დასჯიან; თუმცა გამოცდილება სულ სხვა რეალობას გვიჩვენებს;
უკვე ერთი კვირაა, ნაცემი ბიჭი, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და ტრავმების მოშუშებას ცდილობს. ლეონის ეს მძიმე მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ მიატოვა სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებელობების ადამიანები და როგორ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ძალადობენ მათზე, ვისზეც ყველაზე მეტად უნდა ვზრუნავდეთ.