"ოცნებისგან" წახალისებული მოძალადეები | "სამართალდამცავი", რომელმაც შშმ პირს მანქანაში მოშარდვა აიძულა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება სისტემურ პრობლემას არ აღიარებს და პირიქით, მოძალადეების წახალისებას მათი დასუჯელობით განაგრძობს; უკევ წლებია, მმართველი პარტია ერთი და იგივე სცენარით მოქმედებს - საზოგადოებრივი პროტესტის ან აქციების გასანეიტრალებლად, მოძალადე პოლიციელებს აკავებენ, თუმცა მალევე ციხიდანაც უშვებენ, "ქართული ოცნების" მორჩილი სასამართლო კი, რა თქმა უნდა, მათ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს;

ასეთი საქმეები ბევრია, თუმცა დღეს ჩვენ გიყვებით ხუთი წლის წინ მომხდარ საზარელ ფაქტზე, როდესაც პატრულმა შეზღუდული შესაძლებლობის მამაკაცი იძულებული გახადა, ავტომობილში მოეშარდა.

არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ამ ძალადობის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, სახალხო დამცველმა ფაქტი უსასტიკეს ძალადობად შეაფასა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა. პოლიციელები კვლავ უწყებაში მუშაობენ, ხუთწლიანი დროის გაწელვის შემდეგ კი საქმე მათ წინააღმდეგ, მოძალადე ძალოვანების გამამართლებელი განაჩენით დასრულდა.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი