მაინც რამ აიძულა მშობლები საკუთარი შვილების გასათბობად ცივ სახლში - საცხობი ღუმელი ჩაერთოთ - უკიდურესმა გაჭირვებამ და სიცივის შიშმა.
ეს ოჯახი ჩვენი კამერის ობიექტივში 3 წლის წინაც მოხვდა. მაშინ სამი შვილის დედას, სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა და ის ჩვენთან საკუთარ პრობლემებზე საუბრობდა. იმ დროს რუსუდან ზაალიშვილს უკვე გარდაცვლილი ჰყავდა მეოთხე შვილი. რომელიც სოციალურად დაუცველ დედას ხელიდან სწორედ სიცივემ, ჰიპოთერმიამ გამოაცალა.
რუსუდანი იმაზე ოცნებობდა, რომ მისი სხვა შვილებისთვის მაინც მიეცა ნორმალური ბავშვობა.
იხილეთ ასევე: