ისინიც კი, ვინც ამ მძიმე ყოფაში საკუთარი თავის მეტნაკლებად უზრუნველყოფას ახერხებს, ხელისუფლების შერჩევითი სამართლისა და სასტიკი მიდგომების მსხვერპლი ხდება.
თბილისში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი, რომელმაც წლების განმავლობაში მოახერხა ის რომ საკუთარი პენსიით მცირე დანაზოგიც დაეგროვებინა, და თავისი არსებობით არც არავინ შეეწუხებინა, კახი კალაძის უწყებამ ერთი ოქმით სოციალურად დაუცველად აქცია. ირკვევა, რომ მერიის თანამშრომლებმა სავარაუდოდ გააყალბეს ხელმოწერა, რომლითაც სახელმწიფომ მოხუცს წაართვა წლების განმავლობაში ნაგროვები ფულიც და ბინაც დაუყადაღა.
სისტემა ყველაფერს პატიობს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, რომელიც მრავალსართულიან კორპუსს უკანონოდ აშენებს. რა ხდება მაშინ, როცა მოხუცი პენსიონერი მუნიციპალური მიწაზე ხეხილის დარგვას გადაწყვეტს - ნახეთ დავით აბრამიშვილის რეპორტაჟში.