მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე | უხარისხო საკვები და გრძელი რიგები უფასო სასადილოებთან

გამოქვეყნდა:

საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს. კიდევ ნახევარი მილიონი კი გარკვეული სოციალური სტატუსის მაძიებელია და ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. 

რუსთავის უფასო სასადილოების ბენეფიციარები საჭმლის ხარისხს უჩივიან. ბევრ მათგანს სასადილოდან მხოლოდ პური და ფუნთუშა მიაქვს. ამ სასადილოებს საკვებით ამარაგებს კომპანია "ილი ჯგუფი". გასული წლის სექტემბერში მერიაში შევიდა განცხადება, სადაც ბენეფიციარები საჭმლის ხარისხზე ჩიოდნენ.

რუსთავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი გვიყვება, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი კალკულაციით მას ერთი ადამიანის გამოკვება დღიურად ლარი და 43 თეთრი დაუჯდებოდა. რაც თავიდანვე ეჭვს ბადებდა, რომ კვების ხარისხი ვერ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი.

კომპანიბა „ილი ჯგუფი“ თბილისის სასადილოების ტენდერში გამარჯვებულიცაა. ბენეფიციარებს სახლში ხშირად აქაც მხოლოდ პური და კომპოტი მიაქვთ.

2021 წლის სტატისტიკის მიხედვით საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები 1 020 375 ადამიანია დარეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 27.4% -ია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი