მექსიკაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი. ინფორმაციას NBC News ავრცელებს და წერს, რომ 10 ადამიანი დაშავდა.
ავარია ხალისკოს შტატში, ქალაქ ლაგოს დე მორენოსთან ახლოს, გუანახუატოსა და ხალისკოს შტატების დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.
გამოცემა წერს, რომ არსებული ინფორმაციით, კათოლიკე მორწმუნეები სან ხუან დე ლაგოსში მდებარე ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ, რა დროსაც, მათი ფურგონი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.