ტყიბულის შახტაში, აფეთქების შედეგად დაშავებულები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. რვავე მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიემა.
ექიმის თქმით, 8 პაციენტინდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სასუნთქი გზების დაზიანება, სხეულისა და სახის დამწვრობა აღენიშნება.
ასევე, მძიმედ ფასდება კიდევ 4 პაციენტი, რომლებიც განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ მკურნალობას.
უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიყუაციების მართვის სამსახური და სამაშველო ჯგუფები.
შახტაში დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა.