ერთი პაციენტი 60% სხეულის დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაშია, მდგომარეობა მძიმეა - ექიმი შახტში დაშავებულზე

გამოქვეყნდა:

ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად დაშავებული მეშახტეების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ისინი გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს.

8 პაციენტიდან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 5 კი ქირურგიულ განყოფილებაში, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

"ერთი პაციენტი 60% სხეულის თერმული დამწვრობით მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, 3 იმყოფება ემერჯენსის განყოფილებაში მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. 4 დამწვრობის მოზრდილთა განყოფილებაშია. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტს აღენიშნება ზედა კიდურების, სახის, სხეულის, ტორსის დამწვრობა, მისი მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა",- თქვა თეა უროტაძემ დამწვრობის ცენტრის გადაუდებელი დახმარების ექიმმა. 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ "გარდა დამწვრობისა პაციენტებს აღენიშნებათ სხვადსხვა სახის მოტეხილობები და ტრავმები. ძალიან საყურადღებოა რეანიმაციაში მოთავსებული 3 პაციენტის მდგომარეობა, განსაკუთრებით ერთი გვყავს მძიმე"

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიყუაციების მართვის სამსახური და სამაშველო ჯგუფები. 

შახტაში დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი