უკიდურესად ძიმე რჩება ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად დაშავებული მეშახტეების მდგომარეობა. სამი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული. გვიან ღამით ტყიბულიდან თბილისში სულ 8 ადამიანი გამდოიყვანეს. ყველა მათგანის მდგომარება საყურადღებოა.
"8 კაცი გადმოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგდებით ტყიბულიდან. სავარაუდოდ, მეთანის ფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვას სახის დაზიანებები, სამი მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრი რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან ერთის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტები, 5 პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში, გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები", - თქვა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქასიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით.
შახტაში დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა.