"განხორციელდეს დროული რეაგირება, დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები" | ომბუდსმენი ტყიბულის შახტში აფეთქებაზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი მინდელის შახტში მომხდარს ეხმაურება. წერს, რომ გუშინდელი ფაქტი ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა დაშავებისა და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის და იქ მომხდარ უბედურ შემთხვევებს წინა წლებშიც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ომბუდსმენი შსს-სა და შრომის ინსპექციას მოუწოდებს, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი რეაგირება განხორციელდეს.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და შრომის ინსპექციას, განხორციელდეს დროული და ეფექტიანი რეაგირება მომხდარზე, მათ შორის დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შევძლოთ. ასევე მიმართავს შრომის ინსპექციას - მიმდინარე ინსპექტირების ფარგლებში მოხდეს ყველა დარღვევის და რისკის იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების მიზნით ყველა კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტის გამოყენება.

ამასთან, სახალხო დამცველის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ტყიბულში და სხვა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში სისტემატური ინსპექტირება ჩატარდეს არსებული დარღვევების დროული იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით",- წერია განცხადებაში.

ტყიბულის შახტში აფეთქება გუშინ, 30 იანვარს გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი