გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე, გატაცებები და პანკისის ხეობაში 20 წლის წინ შექმნილი უმძიმესი ვითარება - "ფორმულას" ეთერში არაერთი ფაქტის და მტკიცებულების გასაჯაროების მიუხედავად, პროკურატურა დუმს.
საგამოძიებო უწყება უკვე მესამე დღეა არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს იმ ახალი გარემოებების გამო, რომლებიც სანაიას მკვლელობის დაკვეთისა და ორგანიზების შესახებ ყოფილმა პატიმარმა კოტე ციხისთავმა დაასახელა.
ამ დუმილის მთავარი მიზეზი დიდი ალბათობით პრემიერ მინისტრი ირაკლი ღრიბაშვილია. სწორედ მისი სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი დასახელდა სანაიას მკვლელობის განკარგულების გამცემად.
იხილეთ ასევე: