გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა - გორის ერთ-ერთი სოკოლის დირექტორმა სკანდაური სტატუსების რეკორდი მოხსნა. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელში აგინებს და ლანძღავს ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს.
ზურაბ ქარელი სკანდალური სტატუსების მიუხედავად, თანამდებობას ისევ ინარჩუნებს. დირექტორის ხელშეუხებლობის მიზეზი გორში ყველამ იცის, ის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მფარველობით სარგებლობს.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა მე-5 სკოლაში, სადაც თანამშრომლებთან გასაუბრება სცადეს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ისინი შეშინებულები არიან და ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ. ჟურნალისტები დაუკავშირდნენ დირექტორსაც, რომელიც ზარით გაღიზიანდა და მათ რუსეთის აგენტები უწოდა.
რუსეთის აგენტურის ტელევიზია რომ არის ჩემთვის სააკაშვილი და მისი ხროვა, არიან ქვეყნის სირცხვილი გამყიდველები, რომლებმაც რუსეთს მიჰყიდეს საქართველოს ტერიტორიები, - გორის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი.
"მთავარის" ჯგუფი დაუკავშირდა გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელსაც, რომელმაც განცხადა, რომ პრობლემას ხედავს დირექტორის მიერ უცენზუროდ გადმოცემულ სათქმელში, ხოლო ხელმძღვანელობა მის პირდ სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსებსა და კომენტარებზე პასუხს არ აგებს.
ადგილობრივი ოპოზიცია პასუხობს კითხვას, რატომ არ რეაგირებს დირექტორის სკანდალურ სტატუსებზე გორის საგანმანათლებლო ცენტრი და განათლების სამინისტრო. ამბობენ, რომ ზურაბ ქარელი სოფლის მეურნეობის მინისტრის ბიძა და შიდა ქართლის გუბერნატორის ოჯახთან დაახლოებული პირია.
ოპოზიციაში მოითხოვენ, რომ განათლების სამინისტრომ შეისწავლოს მაგინებელი დირექტორის სკანდალური პოსტები და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.