ტყიბულის შახტში დაშავებული 8 პირი საავადმყოფოში რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 8 პირი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

მათგან სამი მეშახტე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, 1 კაცის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა - მას სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს და ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურება ესაჭიროება.

დამწვრობის გარდა დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა დაზიანებები აქვთ.

"რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა სტაბილური, რაც შეეხება ქირურგიულ განყოფილებაში მყოფ პაციენტებს, მცირე გაუმჯობესება აღენიშნებათ, გარკვეული პერიოდი მოხდება მათი დაყოვნება ქირურგიულ ცენტრში", - თქვა ექიმმა, გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში 30 იანვარს ღამით მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. დაშავებულთგან 8 ადამიანი თბილისშია გადმოყვანილი, ერთი პირი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი