დიაბეტიანი ბავშვების მშობლები ჯანდაცვას დაპირებას ახსენებენ - აქცია სამინისტროსთან

გამოქვეყნდა:

აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - დიაბეტიანი ბავშვების მშობლები სიჯიემ სისტემების შეძენას მოითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ გასცა დაპირება, რომ ორგანიზმში შაქრის დონის მონიტორინგისთვის საჭირო აპარატები იანვარში 1300-ზე მეტ დიაბეტით დაავადებულ არასრულწლოვანს გადაეცემოდა.

ბიუჯეტიდან თანხა უკვე გამოყოფილია, თუმცა აპარატების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა.

დიაბეტით დაავადებული ადამიანები აპარატების არარსებობის გამო ყოველდღიურად უამრავ პრობლემას აწყდებიან,რაც მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი