საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ახალსოფლის სიახლოვეს, ტყეში გუშინ გაჩნდა.
"ცეცხლი გავრცელებული იყო ორ კერად, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოები ცოცხალმა ძალამ ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით დაიწყო. სიტუაციის შეფასების შემდეგ კი მოხერხდა კერების სიახლოვეს სპეციალური ტექნიკის მიყვანა", - წერია უწყების განცხადებაში.
სამაშველოს ცნობით, ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.