კატასტროფული ვითარება ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში - 4-სართულიანი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ბინებში თითქმის ჩამოშლილია საყრდენი კედლები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბათუმის მერიას და შესაბამის სამსახურებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ ყურადღებას ამ დრომდე არავინ აქცევს.
40 ოჯახი ყოველდღიურად შიშის ქვეშ ცხოვრობს. რამდენიმე ოჯახმა შენობა უკვე დატოვა და საკუთარი ნებით, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ.
ადგილზე ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებიან. ისინი ბათუმის მერს მიმართავენ და მოუწოდებენ, დროულად მოხდეს ამ ოჯახების დაკმაყოფილება და გაყვანა კორპუსიდან, რადგან მათივე თქმით, აქ ცხოვრება მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.