2.67 მილიონიან 15 ავტობუსში ზუგდიდის მერიამ 3.33 მლნ გადაიხადა | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

2.67 მილიონად ღირებულ 15 ავტობუსში ზუგდიდი მერიამ 3.33 მილიონი გადაიხადა - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს და წერს, რომ ტენდერი "ოცნებასთან" დაკავშირებულ "ჯი თი გრუპზე" იყო მორგებული და სატენდერო  პირობებს მხოლო იმ ავტობუსის მოდელი აკმაყოფილებდა, რომლის შეთავაზებაც მხოლოდ “ჯი თი გრუპს” შეეძლო.

მილიმეტრებამდე დეტალურ სატენდერო პირობებს მხოლოდ ISUZU Novociti-ის მოდელის ავტობუსი აკმაყოფილებდა, რომლის შეთავაზებაც შპს “ჯი თი გრუპს” შეეძლო. მსგავს ავტობუსს სხვა მუნიციპალიტეტს ერთ-ერთი კომპანია 178,000 ლარად სთავაზობდა, თუმცა ზუგდიდის მერიამ თითოეულში 220,000 ლარი გადაიხადა. მერიამ აუდიტთან თავი იმით იმართლა, რომ ტენდერამდე ბაზრის კვლევა ჩაატარეს, თუმცა დოკუმენტები ყოფილი თანამშრომლის ელ-ფოსტაზე იყო, რომლის პაროლიც არ იცოდნენ. შპს “ჯი თი გრუპის” დირექტორი იმ დროისთვის დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლი, ლევან გოგსაძე იყო. გოგსაძეს და კომპანიის 3 მფლობელს ქართული ოცნებისთვის და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 218,000 ლარი აქვთ შეწირული, - წერს "ფლანგვის დეტექტორი".  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი