გამკაცრებული ჯარიმები უკვე ძალაშია. დღეიდან პირბადის ტარება ყველა სივრცეში სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური სანქციები დაეკისრება როგორც კანონდამრღვევ მოქალაქეს, ასევე იურიდიულ პირს. აკრძალვები ეხება ყველა მასშტაბურ ღონისძიებას და თავშეყრას.
პარლამენტმა ცვლილებები კანონში დაჩქარებული წესით მიიღო - რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ კანონი მხოლოდ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არ დამტკიცებულა.
მმართველი გუნდი საზოგადოებას ქორწილის, ქელეხის, იუბილისა და ნათლობის გადახდისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 10-ზე მეტი პირის თავშეყრა ორი ათასი ლარით დაჯარიმდება და ჯარიმა ყველა იქ მყოფს დაეკისრება.
რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები რომლებიც დახურულ სივრცეებსა და ტაქსებში პირბადის გარეშე გადაადგილდებიან, 20 ლარით დაჯარიმდებიან.