ცხრა აპრილის გმირი, ლელა ვეფხვაძე მოქალაქეების მოწყალების იმედადაა

გამოქვეყნდა:

ცხრა აპრილის გიმირი, ლელა ვეფხვაძე წლებია თავს მოწყალებით ირჩენს, ის ხელისუფლებას მხოლოდ ტრაგედიის დღეს ახსენდება. საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად თბილისის მეტროპილიტენში ყოველდღე დადის. მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედ მოწყალებაა. მიწის ქვეშ დილიდან საღამოს რვა საათამდე მღერის. ახლა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და შიშობს, რომ ოჯახი საარსებო თანხის გარეშე დარჩება.

ლელა ვეფხვაძე უსინათლო დედასთან, შვილსა და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ვარკეთილში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახს ბინის დაცლა მალე, მოუწევს.  უკვე აღარც კი ახსოვთ, მერამდენედ იცვლიან საცხოვრებელ ადგილს.  ლელა ვეფხვაძეს ყოველთვიურად გამგეობა 400 ლარს ურიცხავს, რომელიც ბინის ქირის თანხადაც არ ჰყოფნის.

სოციალურ ქსელში ლელა ვეფხვაძემ იმ გადაუჭრელი პრობლემის შესახებ დაწერა, რომელიც წლებია აწუხებს. ამ პოსტს მოსახლეობა გამოეხმაურა და სრულიად უცნობმა ადამიანებმა გადაწყვიტეს თანხის შეგროვება და ბანკში სპეციალური ანგარიშიც გახსნეს.

სოციალური კამპანია სამი დღის წინ დაიწყო. ლელა ვეფხვაძის ანგარიშზე ჯერ-ჯერობით მცირე თანხაა შეგროვებული. ცხრა აპრილის ტრაგედიის ერთ-ერთი მონაწილე და სიმბოლო დღემდე მხოლოდ მოქალაქეების მოწყალების იმედადაა. ხელისუფლებას კი ეს ადამიანი, მხოლოდ 9 აპრილს ახსენდება, თუმცა როგორ არსებობს ლელა ვეფხვაძე, შემდეგ ცხრა აპრილამდე ამით არავინ ინტერესდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი