დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს
მონიტორინგის ფარგლებში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მონიტორი 15 სასამართლო სხდომას დაესწრო თბილისის საქალაქო სასამართლოში.
აღმოჩნდა, რომ სასამართლო მონიტორინგისას სავარაუდო მოძალადეების დაცვის მხარის არგუმენტაცია ღარიბაშვილის განცხადებას ემყარებოდა, რომელიც მან 5 ივლისის დილით გააკეთა და ერთგვარად წაახალისა მოძალადეები.
2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2021 წლის 5-6 ივლისის ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 6 სისხლის სამართლის საქმეზე. სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს 31 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 59 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი.