ბიტკოინების უკანონო ქარხანა გორში | სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებული "ოცნების" მაღალჩინოსნები

გამოქვეყნდა:

ბიტკოინების უკანონო ქარხანა გორში და ისევ სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებული "ოცნების" მაღალჩინოსნები. კულტურულ საგანმანათებლო ცენტრის სარდაფში კრიპტოვალუტის წარმოება ისე მიმდინარეობდა, რომ ელექტროენერგიის განუსაზღვრელი რაოდენობის ხარჯვით არც არავინ დაინტერესებულა.

გორელი მაღალჩინოსნების იატაქვეშა ბიზნესი წარმატებით 2 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, რაშიც ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ათასობით ლარი იხარჯებოდა. 

სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა გამოძიებო და გამოკითხვების სერია დაიწყო, ახლა მთავარია, ვისზე გამოძიება. სავარაუდოდ ბრალდებულთა სია ვრცელი და მმართველი გუნდის წევრებითა და აქტივისტებით იქნება დაკომპლექტებული. კულტურის ცენტრი ერთ ერთია იმ საჯარო უწყებებს შორის სადაც დასაქმებული არიან ის პირები, რომლებსაც ქარტლი ოცნება ხშირად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი