გასაიდუმლოებული პროექტი და საგანგებოდ შექმნილი კომისია, რომელმაც მერიის ახალი შენობის გეგმა უნდა შეიმუშაოს. განკარგულება უკვე გაცემულია, თუმცა თბილისის მერი არ ჩქარობს იმის დაკონკრეტებას, რისთვის სჭირდება მუნიციპალიტეტს დამატებითი შენობა, რომელიც ბიუჯეტს კოლოსალური თანხა დაუჯდება.
პასუხი აქვს ოპოზიციას, რომელმაც კომისიის შექმნის ბრძანება შემთხვევით აღმოაჩინა. ხელოვნურად გაზრდილი კადრები და მერიაში დასაქმებული აქტივისტები ხელისუფლების ოპონენტების თქმით, არამიზნობრივი ხარჯის მთავარი მიზეზია.