ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 29 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 29 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. არქეოლოგების და ისტორიკოსების განმარტებით, ისინი 1937-1938 წლებში, რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანები არიან.

მთავარი სამუშაოები პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის 6-კაციანმა ჯგუფმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწვევით აწარმოა.

სამუშაოები ორი კვირაა მიმდინარეობს. პირველადი ანთროპოლოგიური დათვალიერების შემდეგ ნეშტებს მონასტრის ტერიტორიაზე გადაასვენებენ. მკვლევარების აზრით, სავარაუდოდ, ისინი 1938 წლის 15 მარტს დახვრიტეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი