ყვარლის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გზაჯვარედინზე ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და შპს "ვეტრაპროდუქტის" საკუთრებაში არსებული მანქანები შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის ერთმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ია გულიაშვილი