სოფელ პირველ მაისში, წყლის არხში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ხობის სოფელ პირველ მაისში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სავარაუდოდ წყლის არხში ჩავარდა და დაიხრჩო. 

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თანასოფლელის სახლიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა.

მთელი დღის განმავლობაში, გადაუღებელი წვიმის გამო არხში წყალი ადიდებული იყო და მან გამოსვლა ვეღარ შეძლო. ცხედარი მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს გამოუძახეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი