ისტორიული ციხე-სიმაგრის გალავანზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება | კალაძის მორიგი კორუფციული სკანდალი

გამოქვეყნდა:

ისტორიულ გალავანზე დაშენებული სასტუმრო. ოპოზიცია თბილისის მერს მორიგ კორუფციულ სკანდალში სდებს ბრალს. საქმე ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბანში, ბარათაშვილის ქუჩაზე 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემას.

ინვესტორი კომპანია ირწმუნება, რომ ნებართვა ჯერ კიდევ 2009 წელს მიიღო და ახლა ციხე-სიმაგრის გალავანზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, სასტუმროს აშენებს.

ოპოზიცია კი ასაჯაროებს დოკუმენტებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ არავითარი მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა მანამ, სანამ მშენებელი კომპანიის მფლობელი "ქართული ოცნების" შემწირველი არ გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი