აბაშაში სუპერმარკეტი დაიწვა | სრულად განადგურდა პროდუქცია

გამოქვეყნდა:

აბაშაში, რკინიგზის სადგურის შენობაში განთავსებული მაღაზია დაიწვა. მეპატრონეს საქონელი სრულად გაუნადგურდა. შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, რკინიგზის სადგური კვამლში იყო გახვეული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, აგდილზე თანამშრომელბის ევაკუაცია განხორციელდა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსისტემაა. 

ამ დროისთვის, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ის შენობის სხვა ნაწილზე არ გავრცელებულა. 

 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი