ონის მერიამ "ოცნების" შემომწირველის შპს-ს 4 მლნ-ს შესყიდვები უტენდეროდ გაუფორმა | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

ონის მუნიციპალიტეტმა "ქართული ოცნების" მსხვილი შემწირველის, ირაკლი კერვალიშვილის შპს "ცოტნეს" 4 მილიონი ლარის შესყიდვები უტენდეროდ გაუფორმა - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

ორგანიზაცია წერს, რომ ყველა კომპანია, სადაც კერვალიშვილის სახელი ფიგურირებს, ტენდერებსა თუ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს უკონკურენტოდ, ან სხვათა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს.

ირაკლი კერვალიშვილი ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველია და 11-მდე სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის, ფოთის პორტის ინვესტორ PACE Group-ის წილებს ფლობს.

ყველა კომპანია, სადაც ირაკლი კერვალიშვილის სახელი ფიგურირებს, უკონკურენტოდ, ან სხვათა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს ტენდერებსა თუ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს.

ირაკლი კერვალიშვილის სახელთან დაკავშირებულმა ყველა კომპანიამ ტედნერებით და გამარტივებული შესყიდვებით ჯამში 5 მილიონი ლარი მიიღო, აქედან 4 მილიონი მხოლოდ ონიდან.

ირაკლი კერვალიშვილის კომპანიების სხვა მეწილეებიც დამატებით იგებენ ტენდერებს, რომელთა ჯამური ღირებულება 1.1 მილიონ ლარს აღემატება.

Pace Group-ის $93-მილიონიანი ინვესტიციით ფოთის პორტში ახალი ნავსადგურის მშენებლობა 2021 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა არ დასრულებულა, - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი