ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოდან ქანდაკება მოიპარეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები.
საუბარია მცირე ზომის ნახევრად ბრინჯაოს ქალღმერთის ქანდაკებაზე, რომელიც ცაიშში არქეოლოგიური გათხრების დროს არის ნაპოვნი. ქანდაკების სახელია - "კოლხური ნანა", რომელიც წარმართული ღვთაებაა.
ცნობისთვის, მსგავსი ქანდაკება საბერძნეთის კუნძულ სამოსშიც არის ნაპოვნი. ისტორიკოსების განმარტებით, ის ჩვ.წ. მე-8 საუკუნით თარიღდება.
ავტორი: ემა გოგოხია