ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა 

გამოქვეყნდა:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი თითქმის მთლიანად გადახადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე უკვე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მიყენებულ ზარალს ითვლიან. შენობის გადახურვის სამუშაოებისათვის თანხა სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი