გუდაურის ქუჩაზე ადგილობრივებმა მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის დასრულების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებლობა 2004 წელს დაიწყო, ბინები კი 2005 წელს უნდა ჩაბარებოდა, თუმცა ამ დრომდე კორპუსი დაუსრულებელია.
ადგილობრივების თქმით, არაერთხელ მიმართეს მშენებელ კომპანიას და ქალაქის მერიას, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა.
"პრობლემა არის ძალიან მძიმე. უკვე დაახლოებით 22 წელია ჩვენ ვართ დაზარალებული, პირადად ჩემი ოჯახი და აქ შეკრებილი ადამიანები. მშენებელი ვეღარ ახერხებს, რომ დაამთავროს ეს სახლი და ვთხოვთ მერიას. რამდენიმეჯერ მივმართეთ თხოვნით, ჩემმა ოჯახმაც, გვეუბნებიან, რომ თქვენ მოაგვარეთ, ჩვენ ვერ ვაგვარებთ" ამბობს აქციის მონაწილე, მსახიობი ეკა კახიანი.