"დაგეგმილად რეცხვა, დაგეგმილად ბანაობა..." - ხალხი არაადეკვატურად გაზრდილ კომუნალურებზე

გამოქვეყნდა:

ბოლო ერთი კვირაა, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა დენისა და გაზის ქვითრები მიიღეს, აღმოჩნდა, რომ გადასახადი არაადეკვატურად მაღალია.

კომუნალურები გაძვირდა, თუმცა ამ გაძვირების ფონზეც კი, ცდომილება იმდენად დიდია, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი, "თელმიკოს" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

უკმაყოფილო მოსახლეობის დამშვიდებას ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, სპეციალური ჯგუფის შექმნით ცდილობს, თუმცა ადამიანები, ვისაც გადასახადი ლამის 10-ჯერ მეტი მიუვიდა, არ იციან როგორ გადაიხადონ და იარსებონ იმ დრომდე, ვიდრე სემეკი თელმიკოს და თელასის არაადეკვატური გაანგარიშების ლაბირინთებში გაერკვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი