5 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - დღეს იმ ადამიანებს იხსენებენ, რომლებიც თბილისში მომხდარ ყველაზე მასშტაბურ სტიქიას ემსხვერპლა. ტრაგედიის ადგილას, მემორიალთან პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერიც მივიდნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.
5 წელი გავიდა უკვე. რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე. ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, - განაცხადა პრემიერმა.
5 წლის წინ, 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია. მემორიალთან დილიდან გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.