საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილის დედა პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მანქანას შეუვარდა - ტრაგედია ხაშურში

გამოქვეყნდა:

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი კაცი და მისი დედა, რომელიც პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მანქანას შეუვარდა - უმძიმესი ტრაგედია, რომელიც ხაშურში დატრიალდა.

ორივე გარდაცვლილი შშმ პირი იყო და დიდი ხნის განმავლობაში მეზობლის მხრიდან სისტემატიურ ძალადობაზე საუბრობდნენ.  

ლომაურის ქუჩაზე, 50 წლის მურთაზ მაჩხაშვილი სახლში გარდაცვლილი დილით ნახეს. მას სავარაუდოდ დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. გამოძიება შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სამართალდამცველებმა გარდაცვლილის დედა, ვენერა ღონღაძე გამოკითხვაზე, პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათი კითხავდნენ. მეზობლები ყვებიან, რომ იქიდან გამოსული ქალი, მანქანას შეუვარდა და დაიღუპა.

მეზობელი კი რომლის მხრიდანაც ძალადობაზე საუბრობდნენ, ​დაჩი ტაბატაძეა. არსებული ინფორმაციით, ის ვალერი გელაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია და იმის მიუხედავად რომ დედა-შვილმა არაერთხელ მიმართა პოლიციას, ის არავის გამოუკითხავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი