ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ექიმი, გუბაზ კორძაია ემსხვერპლა.
ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.