მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.
უკვე დაახლოებით 2 საათია დამსვენებლები დახმარებას ელოდებიან. 50-მდე მგზავრი -10 გრადუს ყინვაში ჰაერშია გაჩერებული. ისინი ყვებიან, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, როდის ჩამოიყვანენ საბაგიროებიდან.
"ვართ -10 გრადუს ყინვაში 2 000 მეტრზე ზემოთ და არავინ არაფერი არ იცის. ცივა. უკვე დაღამებას დაიწყებს. ერთი მხრიდან ნისლი გვიახლოვდება, თოვს და ადგილზე ვართ გამოკიდებული. ვერც ვმოძრაობთ, რომ გავხურდეთ და აღარ შეგვცივდეს. თითოეულ მგზავრს რომ უთხრან რა შეიძლება გაკეთდეს და რამდენი ხანი მოგვიწევს გაჩერება ბევრად უკეთესი იქნება ხომ? ",- ამბობს დამსვენებელი, ვანო გორგიაშვილი.
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე უკვე არიან მაშველები და დამსვენებელთა ჩამოყვანას ცდილობენ.
ამავე თემაზე: