გიგანტური ქოლ-ცენტრი თუ ე.წ. "ჩაინა თაუნი" | გალიფ ოზთურქის უნებართვო მშენებლობა ბათუმში და საქართველო მსოფლიო სკანდალის საფრთხის წინაშე

გამოქვეყნდა:

ბათუმის შესასვლელში რამდენიმე თვის წინ გამალებული მშენებლობა წამოიწყეს და მალე 30 000 კვადრატულ მეტრზე სოკოებივით წამოიზარდა 12 ახალი კორპუსი. საგანგაშო კი ისაა, რომ არც ერთ მათგნაზე ბათუმის მერიას სამშენებლო ნებართვა არ გაუცია. მეტიც, აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებაში ისიც კი არ იციან ან რამდენი კორპუსი უნდა აშენდეს ამ მიწაზე ან რა ფუნქცია ექნება ამ ახალ დასახლებას. პროექტი, რომელიც ექსცენტრიულ თურქ მილიარდერს ეკუთვნის, გარეშე პირებისთვის დახურულია. გალიფ ოზთურქი უბრალოდ არღვევს საქართველოს კანონს, და მშენებლობას დოკუმენტების გარეშე აგრძელებს.

მართალია მშნებელობა ფორმალურად სასამართლოს ძალითაა შეჩერებული, მაგრამ აქტივობას შორიდანაც კარგად დაინახავთ. ერთი ვერსიით, ბიზნესმენი, რომელიც თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის გაასამრთლა, ბათუმში ახლა გიგანტური მაშტაბის ქოლ ცენტრს აშენებს. მეორე ვერსიით კი ეს ე.წ. ჩაინა თაუნი იქნება - ქალაქი ჩინეთიდან ჩამოყვანილი ათასობით მიგრანტისთვის.

რაც არ უნდა იყოს, მშენებლობის მიმდინარეობის პარალელურად ბათუმში სულ უფრო მეტი ჩინელი ჩამოდის. იყო მათ შორის კრიმინალური გარჩევების შემთხვევებიც და იყო შემთხვევაც, როცა ეს ადამიანები ტრეფიკინგის და ფულის გამოძალვის გლობალურ ქსელზე საჯაროდ ალაპარაკდნენ. ექსცენტრიული მილიარდერის ჩრდილოვანი იმპერია - მაია ლომიძის ობიექტივში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი