"ფლოკი" - ახალი კრიპტოვალუტა, რომლის მიღმაც ევროპულმა მედიამ მარნეულში მცხოვრები ქალი გაშიფრა

გამოქვეყნდა:

რამდენიმე თვის წინ იტალიურმა ნაპოლიმ მარადონას სახელობის სტადიონზე რომაულ ლაციოს უმასპინძლა და 4:0-იც გაანადგურა. ეს თამაში ჩვენი ჟურნალისტის, ლაშა კვესელაძის რადარებზეც მოხვდა - ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი სპონსორის, ფლოკი ინუს გამო. ფლოკი ახალი კრიპტო ვალუტაა, ან იქნებ მორიგი კრიპტო აფიორაც, რომლის შემქმნელებმაც, ბოლო თვეების განმავლობაში, მთელი ევროპის კონტინენტზე აგრესიული სარეკლამო კამპანია დაიწყეს.

და კითხვებიც სწორედ აქ ჩნდება - ცივილიზებულ ქვეყნებში ინვესტიციების შესახებ რეკლამა მკაცრად რეგულირებულია, ფლოკი კი ამ ყველაფერს არღვევდა. ამ კრიპტოს უკან ევროპულმა მედიამ მარნეულში მცხოვრები ქალი გაშიფრა. საბოლოოდ კი მას სწორედ ლაშა კვესელაძემ მიაგნო.

ჩვენ არ ვიცით დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ეს ქალი იმ კომპანიაში მუშაობს, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახს ეკუთვნის. დასენის სახელი კი კრიპტო და ფორექს ბირჟებსაც უკავშირდება და აზარტული თამაშების ორგანიზებასაც. რაც დანამდვილებით გავარკვიეთ, მარნეულში მცხოვრებმა თეორიულად მილიარდერმა ქალმა საერთოდ არაფერი იცის მის სახელზე რეგისტრირებული ფლოკი ინუს შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი