ყაჩაღის მემუარები | კოტე ციხისთავი 90-იანების შავ-ბნელ ისტორიებზე რომანს წერს

გამოქვეყნდა:

სკანდალურად ცნობილი კოტე ციხისთავი, რომელიც წლების განმავლობაში ნომერ პირველი ტერორირსტად აღიარებული შოთა ჭიჭიაშვილის მარჯვენა ხელი იყო, მხატვრულ-დოკუმენტურ რომანს წერს. ყაჩაღობა, ადამიანების გატაცება, ციხიდან გაპარვა და 90-იანების მიწურულის პანკისის ხეობის შავ-ბნელი ისტორიები. ეს ყველაფერი თავს სწორედ ციხისთავის რომანში მოიყრის. მათ შორის არის ბევრი გახმაურებლი საქმე, ბევრ ფაქტს კი ფარდა პირველად აეხდება.

თითქმის 2 ათეული წლის შემდეგ, ჭიჭიაშვილის დაჯგუფების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა დღეს ამბობს, რომ შეუძლია სამართალდამცველებს აპოვნინოს მარიამ გოგინაშვილის საფლავი, გოგონასი, რომლის გატაცება-გაუჩინარება დღემდე ბურუსითაა მოცული.

მაგრამ საკითხავია იქნება ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან თუ ეს სატელევიზო აღსარებაც თაროზე შემოიდება ისე, როგორც გიორგი სანაიას მკვლელობა, რომლის დამკვეთადაც ციხისთავმა მოქმედი პრემიერის სიმამრი, შემსრულებლად კი ნომერ პირველი ტერორისტი - ჭიჭიაშვილი დაასახელა.

მოსაყოლი და გასახსენებელი კი ნამდვილად ბევრი მოგროვდა - პეტრე ცისკარიშვილის გატაცება, მუხროვანის პირველი ამბოხი, ესპანელი ბიზნესმენების გატაცება და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი გაუხსნელი თუ აქამდე უცნობი საქმე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი