ზუგდიდში მანქანა ხიდიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა | დაშავდა მძღოლი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ჩხოროწყუს ცენტრალურ გზაზე - სინწას მონაკვეთზე, მსუბუქი ავტომობილი ხიდიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა. 

როგორც "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი, ავარიის დროს "ოპელის" მარკის მანქანაში მხოლოდ 1 ადამიანი იჯდა. ის მსუბუქად დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი