"რაღაც გარკვეული დისკომფორტი იყო" - აცხადებს გადადგომის შემდეგ, ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი, თუმცა წასვლის მიზეზებსა და მინისტრ წულუკიანთან კონფლიქტზე საუბრისგან თავს იკავებს.
მარჯანიშვილმა, ქუთაისის ოპერიდან მერიის ააიპში გადაინაცვლა.
შევიცვალე სამსახური, გადმოვედი აქ აიპების გაერთიანებაში. არის ახალგაზრდა სახელოვნებო საგანმანათლებლო გაერთიანება. ვიდრე წამოვიდოდი საუბარი გქონდა ვაჟა ჯუღელთან გეგმებზე, რა შეიძლებოდა განხორციელებულიყო. [...] რაღაც გარკვეული დისკომფორტი იყო - თქვა თორნიკე მარჯანიშვილმა "მთავარ არხთან"