"კედლები ინგრევა, წყალი ჩამოდის" | გორში, ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში შესახლებულები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

გორში, ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები აქციას მართავენ. შენობაში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი თქმით, საცხოვრებელი, რომელშიც ისინი მთავრობამ შეასახლა, ავარიულია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. 

მოქალაქეებმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. 

"ვითხოვთ აქედან გადაყვანას. ძალიან ცუდ პირობებში ვართ. ერთი მიწისძვრა და ბინა უკვე დაინგრევა, ავარიული შენობაა, ყარს აქაურობა. მადლობლები ვართ კი შემოგვიყვანეს, მაგრამ მარტო შემოყვანა არაა. აგვიშენონ ერთი შენობა და გადაგვიყვანონ ეს ხალხი აქედან. მარტო შემოგვიყვანეს და ეგ არის, არავინ მოსულა", - ამბობს ადგილზე მცხოვრები. 

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ შენობაში ბინებში წყალი ჩადის, კედლები კი დაბზარულია. 

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას მათ პრობლემაზე ადეკვატური რეაგირება არ ექნება, ადგილობრივები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ და გზის გადაკეტვასაც აანონსებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი